ნიკოლოზ სამხარაძე ნორვეგიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბერგლიოტ ჰოვლანდს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებული საპარლამენტო ურთიერთობები და მათი განვითარების შესაძლებლობები, მათ შორის, 2024 წელს ნორვეგიის საპარლამენტო დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობა.

ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს ნორვეგიის მხრიდან საქართველოსთვის სხვადასხვა სფეროში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილ სამომავლო ნაბიჯებზე, ასევე, ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციასა და ამ გზაზე ნორვეგიის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ელჩთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები განიხილეს. ხაზი გაესვა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიას, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელობას და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს და მათ გავლენას ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

ელჩმა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ ნორვეგიის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს