გია გვაზავა - აფხაზური საზოგადოების წინააღმდეგობა, რომელიც გარკვეულწილად შედეგსაც აღწევდა, თანდათან სუსტდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე გია გვაზავა აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე საქართველომ „სიმკაცრე“ უნდა გამოიჩინოს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, სახელმწიფო უწყებების მხრიდან შესაბამისი ტალღა უნდა დაიწყოს, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ მიიღოს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაცია.

„განცხადებებში ჩვენი სიმკაცრე არაფერს წყვეტს, მაგრამ მაინც საჭიროა. ყველა უწყებამ, რომელსაც ევალება, საჯაროდ უნდა თქვას და მსოფლიო საზოგადოებას უთხრას, რომ ასეთი მოვლენები მიმდინარეობს საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთში და ეს ყველაფერი უნდა დაიგმოს. პროპაგანდისტული ტალღა უნდა წამოვიდეს“, - განაცხადა გვაზავამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია აფხაზურმა საზოგადოებამ „უაზროდ არ გაატანოს“ ტერიტორია.

„აფხაზური საზოგადოების წინააღმდეგობა, რომელიც გარკვეულწილად შედეგსაც აღწევდა, თანდათან სუსტდება, იმიტომ, რომ აფხაზეთში „კლანური“ მმართველობაა. ბევრი კლანია“, - აცხადებს ის და დასძენს: „მინდა, აფხაზურმა საზოგადოებამ მოიგოს, რომ ტერიტორია ასე უაზროდ არ გაატანოს“, - განაცხადა გვაზავამ.

კითხვაზე, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები ნიშნავს თუ არა იმის შანს, რომ აფხაზებს დაველაპარაკოთ, გვაზავა ასე პასუხობს, რომ აფხაზებთან დიალოგი აქსიომაა.

„აფხაზებს ყოველთვის უნდა დაველაპარაკოთ, ეს აქსიომაა ისევე, როგორც რუსეთს. ვინც წაგართვა ტერიტორია მასთან უნდა ილაპარაკო. ვინმე მესამე მხარე მოვა და მეორე მხარეს შეაშინებს, ეს ზღაპარია. არ არსებობს სიტუაცია, რომელიც დიალოგით არ მთავრდება. მთავარია, რას ვთანხმდებით და რას - არა“, - აღნიშნა გვაზავამ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში