საპატრიარქო - ვრცელდება არასწორი ინფორმაცია დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის შესახებ, თითქოს მან საეკლესიო სასჯელი დროშის დაწვის გამო მიიღო

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ არასწორია ინფორმაცია, თითქოს დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილმა საეკლესიო სასჯელი დროშის დაწვის გამო მიიღო.

საპატრიარქო გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, რომ დეკანოზის სასჯელის მიზეზი სასულიერო პირთა მიმართ, მის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამებია.

„ვრცელდება არასწორი ინფორმაცია დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის შესახებ, თითქოს მან საეკლესიო სასჯელი დროშის დაწვის გამო მიიღო. სინამდვილეში მის მიერ გავრცელებულ ერთერთ მიმართვაში იყო სასულიერო პირთა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რაც არის კანონიკური დარღვევა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

განცხადებას საპატრიარქო თან ურთავს საქართველოს საპატრიარქოს სინოდალური კომისიის დასკვნასაც, რომლის თანახმადაც, სხდომა მიმდინარე წლის 26 დეკემბერს გაიმართა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ წვავენ მღვდლები ევროკავშირის დროშებს, მათ შორის არის დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი.

სასულიერო პირებმა ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადეს ლაშა შარუხიას, რომელსაც მცხეთის მერიის შენობიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის საქმეზე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს