ზუგდიდში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან, პარტნიორ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად, რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ფორუმის მიზანია რეგიონში ახალგაზრდული საქმიანობის პოპულარიზაცია და ახალგაზრდული შესაძლებლობების გაზიარება, როგორც მუნიციპალურ, ასევე, ქვეყნის მასშტაბით.

ფორუმის ფარგლებში ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოფენა მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო მათ მიერ წარმატებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

ასევე, მოეწყო პანელური სესია. პანელურ სესიაში მონაწილეობდნენ: ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თეონა ხუფენია, საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის პრეზიდენტი ილარიონ ფიფია.

კონსტანტინე კაკავამ ახალგაზრდული მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრა.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა მდგრადი ახალგაზრდული პოლიტიკით. ამის საფუძველია, სწორედ, სექტორული პლატფორმების შექმნა, როგორიც ეს კონკრეტული ფორუმია. გარდა ამისა, ჩვენ სხვადასხვა პლატფორმით ვთანამშრომლობ, როგორც სამოქალაქო სექტორთან, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებთან. საბოლოო ჯამში, ამ რესურსების გაერთიანებით შევქმენით ახალგაზრდებისთვის ძალიან საინტერესო, მიმზიდველი აქტივობები და ღონისძიებები", - აღნიშნა კონსტანტინე კაკავამ.

მისივე თქმით, ფორუმის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციები 2024 წელს აუცილებლად აისახება მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების საქმიანობებში.

ზუგდიდის მერიის ცნობით, ფორუმის დასასრულს ახალგაზრდებს დაეთმოთ თავისუფალი სივრცე, სადაც ისაუბრეს არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე. ასევე, შეიმუშავეს რეკომენდაციები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს