ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა შეძლებს უსაფრთხოების ერთ-ერთი გლობალური დონორი და ნატოს უძლიერესი წევრი გახდეს

სამრეწველო კომპლექსი ვითარდება, ოდესმე უკრაინა შეძლებს ნატოს ერთ-ერთი უძლიერესი წევრი იყოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინას აქვს ამის პოტენციალი.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თავდაცვა - ასეთი მუდმივი განვითარების პირობებში - დროის განმავლობაში ნამდვილად შეძლებს მსოფლიოს ყველაზე პროდუქტიული და ძლიერი თავდაცვის კომპლექსების ტოპ-10-ში მოხვედრას. ეს უკრაინის ნამდვილი პოტენციალია... და ჩვენი სახელმწიფო ნამდვილად შეძლებს უსაფრთხოების ერთ-ერთი გლობალური დონორი და ნატოს ერთ-ერთი უძლიერესი წევრი გახდეს. ამისთვის ვმუშაობთ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს უკრაინის თავდაცვით კომპლექსში უკვე დაახლოებით 300 ათასი ადამიანი მუშაობს და “ეს ჩვენი სახელმწიფოს რამდენიმე წლის უდიდესი მიღწევაა”.

ასევე, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს შეთანხმებები პარტნიორებთან, კერძოდ აშშ-სთან, იარაღის ერთობლივად წარმოებაზე, სარემონტო ბაზის გაფართოებაზე, ახალი წარმოებების შექმნაზე, რომლებიც უკრაინაში იქნება განთავსებული.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს