საფრანგეთი ბაქოს გადაწყვეტილების საპასუხოდ აზერბაიჯანის საელჩოს ორ თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს

საფრანგეთი აზერბაიჯანის საელჩოს ორ თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს, ბაქოს ანალოგიური ნაბიჯის საპასუხოდ.

ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ აზერბაიჯანის მიერ გადაწყვეტილების გასამართლებლად წარდგენილ ბრალდებებს. საპასუხო ზომად საფრანგეთმა აზერბაიჯანის საელჩოს ორი აგენტი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. აზერბაიჯანის ელჩი საფრანგეთში დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რათა ინფორმაცია მიეღო ამ ელემენტების შესახებ”, - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, აზერბაიჯანმა 26 დეკემბერს საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ბაქოს თქმით, მათი ქმედებები “არ შეესაბამებოდა მათ დიპლომატიურ სტატუსს და 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას ეწინააღმდეგება”. აზერბაიჯანის საგარეო უწყებას არ დაუზუსტებია კონკრეტულად რა ქმედებებზეა საუბარი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს