აშშ-მა უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება დაამტკიცა

შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა, - ინფორმაციას მედია საშუალებები პენტაგონის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.

პაკეტი აშშ-ის მხრიდან ბოლო დაფინანსებაა, რომელიც ხელმისაწვდომი იყო უკრაინისთვის კონგრესის მხრიდან ახალი დამტკიცების გარეშე, სადაც ამ საკითხზე მოლაპარაკებები შეჩერებულია.

დახმარების პაკეტი მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას NASAMS-ისა და HIMARS-ის სისტემებისთვის, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს, Stinger-ის საზენიტო რაკეტებს, TOW-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებსა და Javelin-ისა და AT-4-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს და სხვა საბრძოლო მასალასა და აღჭურვილობას.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოქტომბერში კონგრესს სთხოვა, უკრაინისთვის დამატებითი, 60 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დაფინანსება დაემტკიცებინა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლას აშშ-ის კონგრესში ფართო მხარდაჭერა აქვს, „რესპუბლიკელებმა“ შემდგომი დახმარების შესახებ შეთანხმება შეაჩერეს, რადგან ისინი ამტკიცებენ, რომ აშშ-მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრება ნებისმიერი სამხედრო დახმარების შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს