ემანუელ მაკრონი ბენიამინ ნეთანიაჰუს - ღაზაში, მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის გამო ღრმად შეშფოთებული ვარ

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარში ღრმა შეშფოთება გამოხატა ღაზის სექტორში მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლისა და არსებული საგანგებო ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო, - ინფორმაციას CNN-ი ელისეს სასახლის პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, აუცილებელია, ისრაელმა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა და საჭირო დახმარება მიაწოდოს მათ, ვისაც სჭირდება. „საჭიროა ვიმუშაოთ გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის მიმართულებით, ყველა რეგიონული და საერთაშორისო პარტნიორის დახმარებით“, - განაცხადა მაკრონმა ნეთანიაჰუსთან საუბარში.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში, საფრანგეთი იორდანიასთან ერთად ღაზაში ჰუმანიტარული ოპერაციების განსახორციელებლად იმუშავებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნეთანიაჰუს ასევე განუცხადა, რომ ღაზის სექტორში მყოფი ყველა მძევლის, მათ შორის საფრანგეთის სამი მოქალაქის გათავისუფლება, საფრანგეთის პრიორიტეტია.

ამასთან, მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის ერთგულება ისრაელის უსაფრთხოებისადმი და გაიხსენა ის ნაბიჯები, რაც ქვეყანამ ევროკავშირის ფარგლებში „ჰამასის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიზნით გადადგა, ასევე ის ზომები, რომელიც საფრანგეთმა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად „ჰამასის“ წინააღმდეგ მიიღო.

ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაყრდნობით გადაწყვეტა ერთადერთი გამოსავალია ისრაელის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და პალესტინელების ლეგიტიმური მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო