მედია - ვლადიმერ პუტინმა სი ძინპინს განუცხადა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ მინიმუმ 5 წელს გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს მარტში, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში იომებს, - ინფორმაციას Nikkei Asia ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პუტინმა გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთი გაიმარჯვებს.

Nikkei Asia წერს, რომ "ხუთწლიანი ომის" შესახებ პუტინის სიტყვების შემდეგ, ჩინეთმა საკუთარ სტრატეგიას გადახედა. გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაჭიანურებულმა ომმა შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს სი ძინპინის ამბიციებზე ჩინეთის ლიდერის პოსტზე მისი მესამე ვადის განმავლობაში, კერძოდ, საუბარია, ტაივანის ანექსიაზე.

Nikkei Asia წერს, რომ პუტინის განცხადების გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების მზადყოფნის სიგნალების შესახებ ცნობების დაუფიქრებლად მიღება არ უნდა მოხდეს.

„პუტინს შეიძლება უბრალოდ სურდეს, მარტის საპრეზიდენტო არჩევნების წინ შექმნას ილუზია, რომ ის მიიწევს ცეცხლის შეწყვეტისკენ ან მშვიდობისკენ, რადგან თვლის, რომ ასეთი ატმოსფერო მის სასარგებლოდ იმოქმედებს კენჭისყრის დროს“, - ნათქვამია სტატიაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება