კიმ ჩენ ინმა სამხედროებს ომის მზადების დაჩქარება დაავალა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სამხედროებს, საბრძოლო მასალის წარმოებისა და ატომური იარაღის სექტორს აშშ-ის „უპრეცედენტო კონფრონტაციული ქმედებების დასაპირისპირებლად“ ომის მზადების დაჩქარება დაავალა, - ინფორმაციას Reuters-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მმართველი პარტიის მთავარ შეხვედრაზე ახალი წლის პოლიტიკის მიმართულებებზე საუბრისას, კიმმა ასევე თქვა, რომ ფხენიანი გააფართოებს სტრატეგიულ თანამშრომლობას "ანტიიმპერიალისტურ დამოუკიდებელ" ქვეყნებთან.

”მან დააყენა სამხედრო ამოცანები სახალხო არმიისა და საბრძოლო მასალის ინდუსტრიის, ბირთვული იარაღისა და სამოქალაქო თავდაცვის სექტორებისთვის, რათა კიდევ უფრო დაჩქარდეს ომის მზადება”, - იუწყება სააგენტო KCNA.

კიმმა შეხვედრის დროს ახალი წლის ეკონომიკურ მიზნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი წელი გადამწყვეტია ქვეყნის განვითარების ხუთწლიანი გეგმის შესასრულებლად.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს