გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, მიმდინარე წლის დეკემბერში 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 4 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო დალუქულია სამეგრელოში - აბაშის, ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში.

„მოქალაქეებს ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. ხობის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი სახერხი საამქროს ტერიტორიაზე კი, 20 ერთეული კრიპტომერიის სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 0,77 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ძელი) იყო განთავსებული.

თითო-თითო სამართალდარღვევაა გამოვლენილი აჭარაში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში. მოქალაქეებს შუახევის, ბორჯომისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ლენტური, ხონის მუნიციპალიტეტში კი, ცირკული ტიპის უკანონო სახერხი დანადგარები ჰქონდათ დამონტაჟებული. საამქროების ტერიტორიებიდან ამოღებულია, საბოლოოდ, 28 ერთეული წიფლისა და თხმელის (მურყანი) სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 2 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

ვინაიდან რვავე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება