საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ და სენატმა კარლო კოპალიანი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მეორე ვადით აირჩია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს დადგენილებებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, მეორე ვადით არჩეულ იქნა პროფესორი კარლო კოპალიანი.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, კარლო კოპალიანი აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, ხმათა სრული უმრავლესობით - 39 მომხრე არცერთი მოწინააღმდეგე, აირჩია და არჩევნების შედეგები დასამტკიცებლად სტუ-ის წარმომადგენლობით საბჭოს (სენატი) გადაუგზავნა. თავის მხრივ, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ფარული კენჭისყრის შედეგად, კანცლერის თანამდებობაზე დამტკიცდა პროფესორი კარლო კოპალიანი. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო სენატის წევრების საერთო რაოდენობის 86%-მა - 86 წევრიდან 76-მა, კანცლერის პოზიციაზე კარლო კოპალიანის დამტკიცებას ხმა 75-მა წევრმა მისცა, ერთი ბიულეტენი გაუქმდა ტექნიკური ხარვეზის გამო.

„სტუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების დანიშვნის შესახებ აკადემიურმა საბჭომ მიმდინარე წლის 28 ნოემბერს გამოსცდა დადგენილება, რომლის თანახმადაც არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა 2023 წლის 11 დეკემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. არჩევნების დღედ კი - 25 დეკემბერი. ვაკანსიაზე განაცხადი მხოლოდ ერთმა კანდიდატმა, მოქმედმა კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა წარადგინა, რომლის სამოქმედო გეგმას, აკადემიური საბჭო და სენატი 22 დეკემბერს გაეცნო.

ინფორმაციისთვის, კარლო კოპალიანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე პირველი ვადით სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ და სენატმა 2020 წელს აირჩია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება