ფოთში, ლიეპაიას ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ქალაქ ფოთში, ლიეპაიას ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, დაიგო 2 ფენა ასფალტო-ბეტონის საფარი. მოეწყო ტროტუარები, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, გადასასვლელი ხიდ-ბოგირები, გარე განათება.

დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და განხორციელდა სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა. დასრულებული სამუშაოები ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, გიორგი თოლორდავასთან ერთად დაათვალიერა.

ფოთის მერის, ბექა ვაჭარაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

„საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ამ მიმართულებით ვაგრძელებთ აქტიურად მუშაობას, როგორც ადგილობრივი ბიუჯეტით, ასევე, რეგიონული განვითარების ფონდისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხარდაჭერით“, - აღნიშნა ბექა ვაჭარაძემ.

მიმდინარე სარეაბილიტაციო ღონისძიებები შპს „გზა-მშენებელი-13“ განახორციელა და მისი ჯამური ღირებულება 669 343 ლარს შეადგენს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს