ჩინეთი აცხადებს, რომ ტაივანი სამხედრო საფრთხეზე აქცენტს საარჩევნო მიზნებისთვის აკეთებს

ჩინეთი აცხადებს, რომ ტაივანი სამხედრო საფრთხეზე აქცენტს საარჩევნო მიზნებისთვის აკეთებს.

„დემოკრატიულ პროგრესული პარტიის ადმინისტრაცია კონტინენტიდან წამოსულ საფრთხეს აზვიადებს და დაძაბულობის შესახებ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებს“, - განაცხადა ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ვუ ციანმა.

„ეს მთლიანად საარჩევნო სარგებლის მიღებას ემსახურება, კონფრონტაციის გასაღვივებლად და არჩევნების მანიპულირებისთვის საარჩევნო სახელმძღვანელოდან ნაცნობი მეთოდია“, - აღნიშნა ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა.

ტაივანში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 13 იანვარს გაიმართება. ცნობისთვის, ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისინი არჩევნებამდე ჩინეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო აქტივობის რაიმე ნიშნებს ვერ ხედავენ, მაგრამ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს