გიორგი ვაშაძე - ევროკავშირი ეს არის ემიგრანტების დაბრუნება, ეს არის სოფლის მეურნეობის განვითარება, ქალაქების და რაიონების განვითარება, ეს არის ცხოვრების სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც იქნება საქართველოში

„გამარჯვების კოალიციის” - „ნაციონალური მოძრაობის” და „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები საქართველოს მასშტაბით შეხვედრებს აგრძელებენ.

დღეს “გამარჯვების კოალიციის” ლიდერები მოსახლეობას კახეთში ხვდებიან.“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მომავალ წელს ხალხი გაიმარჯვებს, რის შემდეგაც რეფორმების სწრაფი განხორციელება დაიწყება.

გიორგი ვაშაძის თქმით, 2024 წლის დეკემბერში, გამარჯვების შემდეგ ისინი ევროკავშირთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

“გრძელდება ჩვენი რეგიონული ტურნე, დღეს კახეთში ვართ. ვულოცავთ ჩვენს მოქალაქეებს და თანამემამულეებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

ამოცანა ნომერი ერთი: ხალხის გამარჯვება არჩევნებში, სწრაფი რეფორმები და დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანება.

მე ვხედავ, რომ ხალხის გამარჯვებასთან ერთად მომავალ წელს, 15 დეკემბერს ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამის პირობას გაძლევთ ყველას. ამისთვის აუცილებელია ერთიანობა, ერთად დგომა და ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.

ევროკავშირი ეს არის ემიგრანტების დაბრუნება, ევროკავშირი ეს არის სოფლის მეურნეობის განვითარება, ევროკავშირი ეს არის ქალაქების და რაიონების განვითარება, ეს არის ცხოვრების სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც იქნება საქართველოში და ამ სიკეთეებს მოვიტანთ ყველანი ერთად”, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს