მიხეილ სარჯველაძე - „ლელო“ წარმოადგენს იგივე ძალას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია - უბრალოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ რომელი ნანგრევის პარტნიორი იქნება, ეს შეიძლება იყოს განსხვავებული მოსაზრებების საგანი

„ლელო“ წარმოადგენს არა ალტერნატიულ, არამედ იგივე ძალას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია - უბრალოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ რომელი ნანგრევის პარტნიორი იქნება, ეს შეიძლება იყოს განსხვავებული მოსაზრებების საგანი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

როგორც სარჯველაძემ ამ კონტექსტში განმარტა, პარტნიორობა ამ ორ პარტიას შორის აქამდეც არსებობდა და ახლაც არის.

"შესაბამისად, "ლელოს" მხრიდან არავითარ ალტერნატივაზე საუბარი არ არის. "ლელო" კარგად ხვდება, რომ საქართველოში "ნაციონალური მოძრაობა" უარყოფითი კონვერტაციის მატარებელია. აქედან გამომდინარე, ცდილობენ, სხვაგვარი შეფუთვით, მაგრამ იგივე შინაარსით წარდგნენ, რათა საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანონ და მათგან მხარდაჭერა ასე მიიღონ", - განაცხადა სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი