რელიგიის სააგენტო და ბაპტისტური ეკლესიების კავშირი გიმნაზიას დაეხმარა

დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა მორიგი ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გამართეს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განმარტებით, ამჯერად, გერმანიის საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს“ ჰუმანიტარული დახმარება - 20 ფუთა ტანსაცმელი და 20 სასაჩუქრე ყუთი-ტკბილეულობა, მართლმადიდებელი ეკლესიის ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის სოფელ საირხის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გადასცეს. მღვდელმა გიორგი გოგესაშვილმა მადლობა გადაუხადა სააგენტოსა და ბაპტისტური ეკლესიების კავშირს გაწეული დახმარებისთვის.

რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ერთობლივ აქციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება