გიორგი ბარამიძე - მიხეილ სააკაშვილს ომბუდსმენის მონახულება და კონსილიუმი კი არ სჭირდება, არამედ დაუყოვნებლივ უნდა იყოს გათავისუფლებული

მიხეილ სააკაშვილს ომბუდსმენის მონახულება და კონსილიუმი კი არ სჭირდება, არამედ დაუყოვნებლივ უნდა იყოს გათავისუფლებული. ჩვენ თუ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საქართველოს არ უნდა ჰყავდეს პოლიტპატიმრები, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა. ბარამიძე სახალხო დამცველის „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ლევან იოსელიანი მზადყოფნას გამოთქვამს, სააკაშვილი მოინახულოს, ასევე, მისი ინფორმაციით, იანვარში სააკაშვილთან კონსილიუმს უწევს შესვლა.

ბარამიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი იმისთვის იხდის სასჯელს, რომ თანამედროვე ქართული სახელმწიფო ააშენა და პუტინს დაუპირისპირდა.

მიხეილ სააკაშვილს ომბუდსმენის მონახულება და კონსილიუმი კი არ სჭირდება, არამედ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებული. მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის სირცხვილი მთელი ქართული საზოგადოების, არის უკანონობა. ის არის პოლიტიკური პატიმარი, რომელიც იმისთვის იხდის სასჯელს, რომ თანამედროვე ქართული სახელმწიფო ააშენა და პუტინს დაუპირისპირდა, ის უნდა იყოს ძალიან მოკლე ვადაში გათავისუფლებული. ამის საშუალება აქვს ქალბატონ ზურაბიშვილის და თუ ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საქართველოს არ უნდა ჰყავდეს პოლიტპატიმრები.“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს