ილჰამ ალიევის სპეციალური წარმომადგენელი - აზერბაიჯანი სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას უახლოვდება

აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ელჩინ ამირბაიოვის განცხადებით, ქვეყანა ელოდება სომხეთის პასუხს სამშვიდობო შეთანხმების ბოლოს შეთავაზებულ პროექტზე მის კომენტარებთან დაკავშირებით.

„მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ მოლაპარაკებების ამ გადამწყვეტ ეტაპზე, სადაც, როგორც ჩანს, არც ისე შორს ვართ საბოლოო შეთანხმებისგან, გვჭირდება შედეგზე ორიენტირებული ძალისხმევა. სამი ათწლეულის განმავლობაში მოლაპარაკებების შედეგად მნიშვნელოვანი შედეგის მიუღწევლობის შემდეგ ორივე მხარეში არის გარკვეული სახის დაღლილობა და ასევე იმედგაცრუება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ხანს უნდა გავაგრძელოთ ერთმანეთთან შეხვედრა მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე“, - აღნიშნა ამირბაიოვმა.

მისივე თქმით, შეთანხმების პროექტში შემავალი ხუთი პრინციპი მოიცავს : ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისო აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის ურთიერთპატივისცემას, ერთმანეთის ტერიტორიების მიმართ პრეტენზიების უარყოფას როგორც ახლა, ასევე მომავალში, ნებისმიერ ქმედებაზე უარის თქმას, რომელიც ეწინააღმდეგება გაერო-ს წესდებას, როგორიცაა ძალის გამოყენება ან ძალის გამოყენების მუქარა, მაგრამ ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციას და ბოლოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საკომუნიკაციო მარშრუტებისა და კავშირების გახსნას.

„30 წელია, კონფლიქტის გამო, ყოველგვარი კავშირის გარეშე ვართ“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის