სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, არასრულწლოვანების ცნობიერების ასამაღლებლად, სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე ცნობიერების ამაღლების და პრევენციული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან, მშობლებთან და მანდატურის თანამშრომლებთან საინფორმაციოს ხასიათის შეხვედრები გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრების ფარგლებში სამსახურის წარმომადგენლებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის არსზე, საფრთხეებზე, ფაქტის არსებობის შემთხვევაში რეაგირების მექანიზმებზე და ამ მიმართულებით სამსახურის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

„გამომძიებლებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია და განუმარტეს, როგორ და რა ფორმით ხდება პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა. განიხილეს რა ტიპის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები შეიძლება გავრცელდეს. ასევე, საუბარი შეეხო სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშების შექმნას და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გამოყენების მიზნობრიობას.

შეხვედრები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია- პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის საკითხებზე, პირველ ეტაპზე, ქ. თბილისის ორ საჯარო სკოლაში, ასევე, ქ. ბათუმში, ქ. ზუგდიდში, ქ. ქუთაისსა და ქ. თელავში მდებარე საჯარო სკოლებში განხორციელდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და არასრულწლოვანების ცნობიერების ასამაღლებლად მუშაობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს და მსგავსი ხასიათის შეხვედრების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო