ირაკლი ქადაგიშვილი - სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ბიჭვინთის აგარაკების თემაზე პარლამენტის შეკრება და რეზოლუციის მიღება შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის აქტივიზაცია იქნება

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ბიჭვინთის აგარაკების თემაზე პარლამენტის შეკრება და რეზოლუციის მიღება შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის აქტივიზაცია იქნება - ამას არც საერთაშორისო სამართლებრივი საფუძველი მოჰყვება და არც რაიმე იურიდიული დატვირთვა ექნება, - აღნიშნული განცხადება პარლამენტში, „ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

როგორც ამ კონტექსტში ქადაგიშვილმა აღნიშნა, ოპოზიციამ იცის, რომ საქართველო ოკუპაციის პირობებში ვერაფერს შეცვლის, მაგრამ არის მცდელობა იმისა, რომ აღნიშნული საკითხი შიდა პოლიტიკური ბრძოლისთვის გამოიყენონ.

„ამას ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ სიტუაციის ესკალაციისთვის და „ქართული ოცნების“ იმაში დადანაშაულებისთვის გამოიყენებს, თუ საერთოდ რატომ მოხდა ოკუპაცია - იტყვის, რომ ოკუპაციის გაგრძელება ჩვენი ბრალია.

აქუბარდიას და სხვებს მეტი საქმე რომ არა აქვთ, უნდათ პარლამენტი შეკრიბოს და ამაზე ერთი ამბავი ატყდეს.

ადგილი აქვს ოკუპაციას. ოკუპაციის დროს მიღებული ყველა სამართლებრივი აქტი საერთაშორისო სამართლით ბათილად არის აღიარებული, რასაც საქართველოს სახელმწიფო ყოველ ჯერზე აფიქსირებს.

საქართველოს განცხადებასთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება უკვე ვნახეთ. ეს არის ის, რისი გაცხადებაც და გაკეთებაც დღეს აშშ-ს შეუძლია - რაც არის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გაცხადება, ამის იქეთ აშშ-ი ვერაფერს გააკეთებს, რომ არაფერი ვთქვათ სხვა ქვეყნებზე", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

27 დეკემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი