საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ და ასევე, გადასახადისთვის თავის არიდების დანაშაულებზე არსებული კანონმდებლობის შემსუბუქებას ითხოვს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ და ასევე, გადასახადისთვის თავის არიდების დანაშაულებზე არსებული კანონმდებლობის შემსუბუქებას ითხოვს.

მათ ამ მიმართულებით პარლამენტს „სისხლის სამართლის კოდექსში“ და „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილები წარუდგინეს. შეთავაზებული პროექტის თანახმად, შესაბამისი მუხლების დამამძიმებელ გარემოებათა კრიტერიუმები იცვლება.

კერძოდ, დღევანდელი მდგომარეობით, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში პასუხისმგებლობას ისეთი ქმედება ამძიმებს, რომელიც გულისხმობს 150 ლარზე მეტი ღირებულების ნივთებთან დაკავშირებულ დანაშაულს.

ამავდროულად, პირის პასუხისმგებლობას ამძიმებს ქმედება, რომელიც 10 000 ლარზე მეტი ღირებულების მქონე დანაშაულს უკავშირდება. “ევროოპტიმისტების“ მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტის თანახმად, 150 ლარის ტოლი ზღვარი შეიცვლება და 350 ლარი გახდება, ხოლო 10 000 ლარიანი ზღვარი გაიზრდება და გაუტოლდება 25 000 ლარს. რაც შეეხება გადასახადისთვის თავის არიდების მუხლს, ამ თვალსაზრისით 100 000 ლარიანი ზღვარი მოქმედებს, რომელზე მეტი ოდენობით პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება, გადასახადისთვის თავის არიდებად მიიჩნევა და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს. „ევროოპტიმისტები“ 100 000 ლარიანი ზღვარის 150 000 ლარამდე აწევას ითხოვენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს