გორში საცხოვრებელ ბინაში სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს

გორში საცხოვრებელ ბინაში სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, წყლის გამათბობლის გაუმართაობა და შედეგად ბუნებრივი აირით მოწამვლა გახდა.

„თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის, 1982 წელს დაბადებულ, კაპრალ ივანე გოგიძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

სამხედრო მოსამსახურე 28 დეკემბერს, გორში ნაქირავები საცხოვრებელი ბინის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, წყლის გამათბობლის გაუმართაობა და შედეგად ბუნებრივი აირით მოწამვლა გახდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილს უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება