ნავთობისა და გაზის კორპორაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მაგისტრალური გაზსადენის 20,5 კილომეტრიან მონაკვეთს აშენებს

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორი ტექნიკურ საკითხებში, შალვა კიკნაველიძე კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოდისწყაროსთან აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის "ლეხურა-სვენეთის" 20,5 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პროექტს, ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაკვეთით, კომპანია „საქმილსადენმშენი“ ახორციელებს.

პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბუნებრივი გაზის სატრანსპორტო ქსელის განვითარების 10 წლიანი გეგმის საფუძველზე ხორციელდება. იგი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის "ნატახტარი-ლეხურას" 31 კილომეტრიანი მონაკვეთის გაგრძელებაა, რომელიც კორპორაციამ, გასულ წელს, თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით ააშენა.

შალვა კიკნაველიძის განცხადებით, "ლეხურა-სვენეთის" 20.5 კმ-იანი მილსადენი უკვე არსებულ მონაკვეთს ჩაანაცვლებს და მისი მეშვეობით ბუნებრივი აირით მოსახლეობის უწყვეტი და ხარისხიანი გაზმომარაგება გახდება შესაძლებელი.

„დღეს მიმდინარე სამუშაოებს გავეცანით. ობიექტის მშენებლობა დაახლოებით, 300 დღეში დასრულდება. პროექტის მიმდინარეობა მუდმივი მონიტორინგის ქვეშ გვექნება, რათა სამუშაოები კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდეს,“ - განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

„აღსანიშნავია, რომ დასავლეთ საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური მაღალი წნევის გაზსადენით მარაგდება.

ამჟამად მიმდინარეობს ამავე გაზსადენის "ლეხურა-სვენეთის" 20,5 კმ-იანი სამშენებლო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაიზრდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება