ირაკლი ქადაგიშვილი - „ლელოც“ და მელიაც „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიული დინებაა - „ლელოს“, როგორც სერიოზულ ალტერნატიულ ძალაზე საუბარი ვერ იქნება, საუბარია იმაზე, ისე დალაგდნენ, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახონ

პარტია „ლელოც“ და ნიკა მელიაც არის „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიული დინება - „ლელოს“, როგორც სერიოზულ ალტერნატიულ ძალაზე საუბარი ვერ იქნება, საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ რამენაირად ისე დალაგდნენ, რომ 5%-იანი ბარიერი მაინც გადალახონ, - ეს შეფასება მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

ქადაგიშვილის განცხადებით, იმის გამო, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მიერ არჩეულმა გზამ ფიასკო განიცადა და ყველა რევოლუციური სცენარი ჩავარდა, წინასაარჩევნოდ სხვადასხვა ფლანგებმა გამოყოფა, სეპარირება და იმის უარყოფა დაიწყო, რომ "ნაცმოძრაობასთან" ოდესმე რაიმე კავშირი ჰქონდათ.

"ახლა ბუნებრივია, რომ ისინი ერთმანეთთან ავტონომიურ რეჟიმში დალაგებას ცდილობენ.

ამავდროულად, ალბათ მათ შორისაც მიმდინარეობს პოლიტიკურ და ფინანსურ საკითხებზე ვაჭრობა - მოახერხებენ თუ არა ერთ სიაში გაერთიანებას. დიდი კოლექტიური "ნაცმოძრაობა" წარუმატებელი პოლიტიკის შედეგად სეგმენტირებულია, მაგრამ გარკვეულ ნაწილებს ერთმანეთთან კავშირის ქონის სურვილი აქვს", - აცხადებს ქადაგიშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს