ლიეტუვის პრეზიდენტი - რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ საბოლოო სიტყვა უკრაინამ უნდა თქვას

ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ საბოლოო სიტყვა უკრაინამ უნდა თქვას.

„მოლაპარაკებების დაწყების შესახებ საბოლოო სიტყვა უკრაინას უნდა დარჩეს. ქვეყანას, რომელმაც უამრავი მსხვერპლი გაიღო და ბევრი დაკარგა, მორალური უფლება აქვს, რომ დამოუკიდებლად გადაწყვიტოს დაიწყებს თუ არა მოლაპარაკებებს და რა პირობებით აწარმოებს მას. ამ საკითხში გადამწყვეტი ხმის უფლება სხვას არავის აქვს“, - განაცხადა ნაუსედამ.

ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ უახლოეს თვეებში ფრონტის ხაზზე ვითარება არ შეიცვლება, მაშინ ომი ხანგრძლივი, დამღლელი და პოზიციური გახდება.

„ფაქტობრივად, ეს უკვე ასეა. ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ უკრაინის კონტრშეტევა სხვაგვარ გავლენას მოახდენდა. რუსეთს, რა თქმა უნდა, საკუთარი მოსახლეობის აზრის მიუხედავად, რესურსებისა და ხალხის მობილიზება და ყველაფრის სამხედრო მიზნებისკენ მიმართვა შეუძლია. სხვა სახელმწიფოების შესაძლებლობები უფრო მეტად შეზღუდულია, უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი დემოკრატიულ საზოგადოებებს წარმოადგენენ. ეს ყველაფერი ფაქტორებია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ უკრაინის დამარცხებაზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ ომის სცენარზე ვსაუბრობთ, რომელიც უკრაინისთვის არასახარბიელოა“, - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

გიტანას ნაუსედას თქმით, დროის მოსაპოვებლად რუსეთმა შესაძლოა მოლაპარაკებების ინიციატივის იმიტაცია შექმნას, მაგრამ ეს მხოლოდ ტაქტიკური ხრიკები იქნება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს