რევაზ სოხაძე - არასდროს მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქალაქს ავნებს

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო პროექტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

როგორც რევაზ სოხაძემ განაცხადა, ყველა ის თემა, რომლებიც აღნიშნული პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმას უკავშირდება, მათ შორის სატრანსპორტო თუ ძველი შენობის შენარჩუნების საკითხი, მუნიციპალიტეტმა პრინციპულად დააყენა.

რევაზ სოხაძის თქმით, სწორედ ამის შედეგია ის, რომ იქ არსებული შენობა, რომელსაც ისტორიული ძეგლის სტატუსი არ აქვს, შენარჩუნდება. საკრებულოს უმრავლესობის წევრის თქმით, ეს დიდი მიღწევა და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი შეთანხმებაა. საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე დაინტერესდა, თუ რატომ ატეხეს ოპოზიციონერმა კოლეგებმა ამ საკითხზე აჟიოტაჟი მხოლოდ დღეს, მაშინ როდესაც აღნიშნული პროექტის გეგმარებითი დავალება რამდენიმე თვის წინ დამტკიცდა.

„მთელი ამ თვეების განმავლობაში ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს ერთხელ არ მოუმართავთ თხოვნით, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა გამართულიყო. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ თემა „ურბანული გენოციდი“ და მსგავსი ხმამაღალი სიტყვები მიმართულია იქითკენ, რომ დღეს შეიქმნას ნიუსი, თითქოს ქალაქში რაღაც უბედურება ხდება. ჩვენმა კოლეგებმა სიტყვა ცათამბჯენი სალანძღავ სიტყვად აქციეს და თუ სადმე მრავალსართულიანი კორპუსი შენდება, ამას ურბანულ გენოციდად მოიხსენიებენ. არადა, მაღლივი კორპუსის მშენებლობა მთელ მსოფლიოში მიწის რაციონალურ გამოყენებას ნიშნავს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ თბილისი ვინმეს უფრო ნაკლებად უყვარს, ვიდრე ჩვენს ოპონენტებს, ძალიან ცდება. არასდროს მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქალაქს ავნებს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება