კონსტანტინე ზარნაძე - „ლაგუნა ვერეს“ პროექტი მნიშვნელოვანი და სწორი პროექტია, რომელიც დედაქალაქში განხორციელდება

ოპოზიციის ისტერიას რომ ვხედავ, მით უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ „ლაგუნა ვერეს“ პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორი პროექტია, რომელიც დედაქალაქში განხორციელდება, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს წევრმა კონსტანტინე ზარნაძემ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე „ლაგუნა ვერეს“ პროექტის კომენტირებისას გააკეთა.

მისივე თქმით, ამ ტერიტორიაზე ახლა ვულკანიზაციები და ბენზინგასამართი სადგურებია.

„ლაგუნა ვერეს“ პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტთან შეთანხმებული ვიზუალით მრავალსართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა განხორციელდება, შენარჩუნდება და აღდგება აბრეშუმის ფაბრიკის ისტორიული შენობა. განაშენიანების რეგულირების გეგმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას საცურაო კომპლექსის აღდგენა წარმოადგენს“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

საკრებულოს წევრმა ასევე აღნიშნა, რომ, რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებსა და ზომებს, შემსრულებელმა პროექტირების დროს მშენებლობის დაწყების ნებართვის ასაღებად ყველა საჭირო კვლევის დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს.

„განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შემდგომ კომპანიას მთელი რიგი არქიტექტურული სამუშაოები ექნება შესასრულებელი და შესათანხმებელი მუნიციპალიტეტთან და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს მშენებლობის ნებართვის მოპოვებას“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს