ავთანდილ ცინცაძე ოპოზიციას - თქვენ ცდილობთ  ხაბეიშვილის და ახლა უკვე გვარამიას დავალებები შეასრულოთ - არცერთს ხმა არ ამოგიღიათ მნიშვნელოვან საკითხზე, რადგან ეს არ გაინტერესებთ

თქვენ ცდილობთ ხაბეიშვილის და ახლა უკვე გვარამიას დავალებები შეასრულოთ - არცერთს ხმა არ ამოგიღიათ მნიშვნელოვან საკითხზე, რადგან ეს არ გაინტერესებთ, - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს წევრმა, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარ დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერ კოლეგებს.

როგორც ავთანდილ ცინცაძემ აღნიშნა, ოპოზიციონერ დეპუტატებს არასოდეს გაუმახვილებიათ ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე და არც ინიციატივა გამოუთქვამთ.

„ძალიან ბევრი გამოსვლა მოვისმინე ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების. ისინი აცხადებენ, ჩვენი ინიციატივები განხილული არ იყოო, თუმცა არცერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ზუსტად კახა კალაძის ინიციატივით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, 10 ათასობით დაზარალებული ადამიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით კი, ამ ადამიანების რიცხვს მიემატება 300-მდე ოჯახი. ეს ოჯახები რომ დაკმაყოფილდება და მათ ეცოდინებათ, თუ სად უნდა იცხოვრონ, ეს თქვენთვის არაფერს ნიშნავს?! არცერთს ხმა არ ამოგიღიათ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რადგან ეს თქვენ არ გაინტერესებთ. თქვენ მხოლოდ ცდილობთ შეასრულოთ ხაბეიშვილის და ახლა უკვე გვარამიას დავალებები. ამ ადამიანებსაც ხომ არ მოუხდიდით ბოდიშს, რადგან წინა სხდომებზეც არ იყავით მომხრე, რომ ეს ადამიანები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულიყვნენ! ზუსტად ეს არის კახა კალაძის ინიციატივები და საკრებულოს გადაწყვეტილებები და თქვენი ინიციატივებიდან რომელია დამყარებული ფაქტებზე და რომელია ნორმალური განსახილველი?! ყველა განხილულია და ყველა ალოგიკურია“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ, რომლის კომენტარსაც თბილისის საკრებულო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს