თბილისის მერია - ჭავჭავაძის გამზირის N75-ში დასასვენებელი სივრცე მოეწყო

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭავჭავაძის გამზირის N75-ის ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე კეთილმოეწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების შედეგად, 3 400 კვ. მ ფართობის ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა-გასართობი მოედანი, კომბინირებული სტადიონი, ფიტნეს ზონა, ძაღლების გასასეირნებელი და გასართობი შემოღობილი სივრცე, დამონტაჟდა ველოპარკინგი და სხვა საპარკო ავეჯი. ტერიტორია გამწვანდა - დაირგო სხვადასხვა ჯიშის ბუჩქები და ხეები. გამწვანებული გაფორმდა მულჩით მონაკვეთები.

დასრულებულ პროექტს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე საკრებულოს თავმჯდომარესა და ვაკის მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება