ზურა აბაშიძე - უნდა დასრულდეს ფსევდოპატრიოტული განცხადებები, რადგან ისინი ხელმოცარული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ მხოლოდ ქულების დაწერას ემსახურება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ ფსევდოპატრიოტულ სპეკულაციებს უნდა დაესვას წერტილი, რადგან ისინი ხელმოცარული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ მხოლოდ ქულების დაწერას ემსახურება.

კერძოდ, აბაშიძემ ისაუბრა მოსკოვის გამზირისა და სანქტ-პეტერბურგის ქუჩებთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე და აღნიშნა, რომ სპეკულაციებს წერტილი უნდა დაესვას.

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ ფსევდოპატრიოტულ განცხადებებს, რომლებიც ახლა მოვისმინეთ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებისგან, ჯერ მოსკოვის გამზირი გადარქმევის საკითხი დააყენეს, ახლა უცებ სანქტ-პეტერბურგის ქუჩის სახელის შეცვლა. მე ვფიქრობ, ამ სპეკულაციებს უნდა დავუსვათ წერტილი, უნდა დასრულდეს ამაზე საუბარი, რადგან საინტერესოა, ბატონ გვარამიას მხოლოდ ახლა რატომ გაახსენდა ეს ქუჩები რომ არსებობს დედაქალაქში? როდესაც მთავრობის წევრი იყო 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ, მაშინ არ გახსენებია და ახლა ამ თემებზე ხელმოცარული პოლიტიკური ძალები, რომლებიც მარტივ მამრავლებად დაშლილ „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ, ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას. მე მათ მოვუწოდებ, მხარი დაუჭირონ საკრებულოს იმ გადაწყვეტილებებს, რომლითაც ხდება ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების სახელების უკვდავსაყოფად თბილისის ქუჩებისთვის სახელების მინიჭება“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ, რომლის განცხადებასაც საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო