ეროვნული ბიბლიოთეკა - ეროვნული ბიბლიოთეკის ლეგენდარულ პირველ კორპუსში სარემონტო სამუშაოები იწყება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში მდებარე ივანე მაჩაბლის სახელობის დარბაზში იანვრიდან სარემონტო სამუშაოები დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის განცხადებით, სარემონტო სამუშაოები სამშენებლო კომპანია „ანაგის“ მხარდაჭერით განხორციელდება.

„გილოცავთ! თაობათა ოცნება ახდა! დიდი და ისტორიული საქმე – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ლეგენდარული პირველი კორპუსის სრული რეაბილიტაცია იწყება და იწყება მაჩაბლის ბრწყინვალე დარბაზის აღდგენით. პროცესი “სამშენებლო კომპანია ანაგი“-ს მხარდაჭერით განხორციელდება”, - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენს გვერდით დგომა. ჩვენი კომპანიისთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. ვეცდებით, სამუშაოები ყველა წესის დაცვით ჩავატაროთ“, - განაცხადა კომპნია „ანაგის“ დირექტორმა ზაზა გოგოტიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს