თინათინ ნიბლოშვილი ოპოზიციას - აქ ის ადამიანები ვართ, ვინც ძალიან კარგად გიცნობთ, ვისაც კარგად გვახსოვს თქვენი „მოღვაწეობა“

სანამ რამეს იტყვით, გაიხსენეთ ის ადამიანები, ვინც ძალიან კარგად გიცნობთ - ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვისაც კარგად გვახსოვს თქვენი „მოღვაწეობა“, - ასე მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს საკრებულოს სხდომაზე.

„ვინმემ გოგა ონიანს რომ უსმინოს, დიდი პატრიოტი და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი ეგონება. ამ თემის გახსენება არ მინდოდა, თუმცა თქვენ მაიძულეთ - 2009 წლის 15 ივნისი თქვენთვისაც და ჩემთვისაც ნაცნობი თარიღია, რადგან მაგ დღეს კოლექტიურმა გოგა ონიანებმა ჩემი ოჯახის წევრი სასტიკად სცემეს და დააკავეს. მე მაინტერესებს, ხომ არ გახსოვთ პატიმარი მურჯიკნელი და მისთვისაც ხომ არ მოგიხდიათ ბოდიში, ისევე როგორც მთელი საზოგადოებისთვის?! ამ ადამიანს ყურის აპკი დაუზიანეთ. ექიმი არ მიგყავდათ და სამი დღის განმავლობაში წამალს არ აწვდიდით, რადგან თქვენს წინააღმდეგ გამართულ აქციაში იღებდა მონაწილეობას. ეს ადამიანი ჩემი ოჯახის წევრთან ერთად დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა, სანამ ტკივილისგან გული არ წაუვიდა. დღეს სხდომა ბოდიშების განწყობით დაიწყეთ და მასაც ხომ არ მოუხდით ბოდიშს? ამიტომ, სანამ რამეს იტყვით, განსაკუთრებით თქვენ, გაიხსენეთ ის ადამიანები, ვინც ძალიან კარგად გიცნობთ. ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვისაც კარგად გვახსოვს თქვენი „მოღვაწეობა“. დაფიქრდით, წინასაახალწლოდ ბოდიშების მოხდას სანამ დაიწყებთ“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება