ზურაბ ჩიკვილაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რუსეთისთვის გადაცემული ობიექტების სია უსასრულოა

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რუსეთისთვის გადაცემული ობიექტების სია უსასრულოა - ძალიან გაკვირვებული არიან ჩვენი ოპონენტები, როდესაც მათი მმართველობის დროს რუსეთისთვის გადაცემულ ობიექტებზე ვსაუბრობთ, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებები „უხერხულია“.

„ჩამონათვალი იმდენად დიდია, არ მინდა რომელიმე გამომრჩეს: „რიონჰესი“ - რუსული კომპანია „ენერჯი ინვესტი“; „გუმათი 1“, „გუმათი 2“, „ ლაჯანურჰესი“, „შაორჰესი“, „ვარციხე 1“, „ვარციხე 2“, „ვარციხე 3“, „ვარციხე 4“ - რუსული კომპანია „ენერგო პრო“; „ენგურჰესი“, „ჟინვალჰესი“, „ხრამი 1“, „ხრამი 2“, „ხრამი 3“, „ხრამი 4“, „ხრამი 5“ - რუსული კომპანია „რაოესი“; გარდაბნის მე-9 ენერგობლოკი, გარდაბნის მე-10 ენერგობლოკი, მაღალი ძაბვის გადამცემი 500-კილოვატიანი ხაზები - რუსული კომპანია „ინტერ რაო“;. „მადნეული“, „კვარციტი“, „აზოტი“, ზესტაფონის „ფერო“ - რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“; საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან - „რუსეთის რკინიგზა“; „გაერთიანებული ქართული ბანკი“ - რუსული კომპანია „ვითიბი“; ელმავალმშენებელი ქარხანა - რუსული კომპანია „დემა კომპიუტერი“; არამიანცის, თბილისის #1 საავადმყოფო - რუსული კომპანია „ბატუსი“; თბილისის წყალი - რუსული კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ და აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე ხშირად იკვირვებენ იმასაც, რომ მათი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „კა-გე-ბეს“ ჯარებში მსახურობდა.

რუსეთისთვის გადაცემული ობიექტების სია უსასრულოა. ყოველივე ამის დამადასტურებელი უამრავი მასალა არსებობს და ამ ყველაფრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან კომენტარების კეთება, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო