ლევან ხაბეიშვილმა კახეთში პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის წარმომადგენლებთან წლის შემაჯამებელი შეხვედრები კახეთში დაასრულა. ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, შეხვედრებისას პარტიის წარმომადგენლებს ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა და „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები განიხილეს.

“მთელი საქართველო მოვიარეთ, შევხვდით „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ლიდერებს. ცხადია, ამ ადამიანებს გადავუხადეთ მადლობა იმ შრომისთვის, ბრძოლისთვის, თავდადებისთვის, რასაც ამ წლების განმავლობაში აკეთებდნენ. ის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, დიახ, ქართველი ხალხის დამსახურებაა და ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში „რუსულ ოცნებასთან“ 1-0 დაწინაურებულია. ასევე, ჩვენ შეხვედრაზე ვსაუბრობთ 2024 წლის გეგმებზე. იცით, რომ გვყავს უცხოელი კონსულტანტები, გვაქვს „გამარჯვების კოალიცია“, გვაქვს შესანიშნავი ინფრასტრუქტურა და მე პირდაპირ გეტყვით, რომ გაოცებული ვარ ამ ადამიანების მოტივაციით, ბრძოლისუნარიანობით და იმ შემართებით, რაც მთელ საქართველოში ვნახეთ. კახეთში ვასრულებთ ამ შემოვლას და ვისაუბრეთ სტრატეგიაზე, გეგმაზე, თუ როგორ უნდა მივიყვანოთ ეს გამარჯვება ბოლომდე, რომელიც გველოდება წინ, 2024 წელს, პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობით, უშუალო ჩართულობით, „გამარჯვების კოალიციასთან“ ერთად“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება