არჩილ გორდულაძე ოპოზიციას - ქართველი ხალხი უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენ არასოდეს დაბრუნდეთ ხელისუფლებაში და არ გქონდეთ გადაწყვეტილებების მიღების უფლება

თბილისის საკრებულოს წევრის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანია, ხელი შეუშალოს ქვეყნის განვითარებას.

როგორც მან საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, ქართველი ხალხი უზრუნველყოფს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არასდროს დაბრუნდეს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიციონერი კოლეგების დღის წესრიგი შედგენილია ისე, რომ კვირიდან კვირამდე, დღიდან დღემდე, საათიდან საათამდე ეთერში ისხდნენ და ერთი საკითხის დასრულებისთანავე ახალი გამოიგონონ, რათა საკუთარ თავს ფუნქცია მოუძებნონ. ვწუხვარ, რომ ასეთი ადამიანები საკრებულოში არიან და მოქალაქეებისა და ხალხის სახელით საუბრობენ. ეს ხალხისთვის შეურაცხმყოფელია. ყველამ კარგად ვიცით, რა გაუკეთებიათ და ქართველი ხალხი უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენ არასოდეს დაბრუნდეთ ხელისუფლებაში და არ გქონდეთ გადაწყვეტილებების მიღების უფლება“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება