რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბეს, არიან დაღუპულები

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში ქალაქი და სოფელი დაბომბეს, გარდაცვლილია 3 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას

ზაპოროჟიეს საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე იური მალაშკო და უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებენ.

მათი ცნობით, 28 დეკემბერს რუსმა დაპყრობლებმა არტილერიით ზაპოროჟიეს ოლქში სოფელი ბელენკოე და ქალაქი ორეხოვი დაბომბეს, რის შედეგადაც სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა.

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, სოფელ ბელენკოეს დაბომბვის შედეგად ორი მეთევზე დაიღუპა, ხოლო ხუთმა სამოქალაქო პირმა, მათ შორის გაზის საავარიო სამსახურის ორმა თანამშრომელმა, სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მიიღეს.

იმავე დღეს ქალაქ ორეხოვის დაბომბვის შედეგად ადგილობრივი მცხოვრები ქალი გარდაიცვალა, ხოლო ოთხმა ადამიანმა ჭრილობები მიიღეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება