მამუკა ხაზარაძე - ნარატივი, თითქოს ოპოზიციას არ შეუძლია ერთმანეთთან ლაპარაკი, ტყუილია - სააკაშვილი რომ არ ჩამოსულიყო არჩევნების წინ, თბილისი და დიდი ქალაქები გაერთიანებულ კოალიციურ პარტიებს ექნებოდა მოგებული

პარტია „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ნარატივი, რომ ოპოზიციას ერთმანეთთან ლაპარაკი არ შეუძლია, ტყუილია. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მას 2021 წლის არჩევნების მაგალითი მოჰყავს.

როგორც ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, საქართველოში ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რომ არ ჩამოსულიყო, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებს გაერთიანებული კოალიციური პარტიები მოიგებდა.

„როდესაც არის ლაპარაკი და ნარატივი მიდის, რომ ოპოზიციას არ შეუძლია ერთმანეთთან ლაპარაკი, ესეც არის ტყუილი. თქვენ გახსოვთ, როდესაც სააკაშვილი დაპატიმრებული იყო არჩევნების წინა დღეს, მეორე ტურში ჩვენ, 4-მა პარტიამ, ძალიან სერიოზული პოლარიზების ფონზე, შევქმენით კოალიცია და ქალაქ თბილისში 45% ავიღეთ. რომ არ ჩამოსულიყო მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არჩევნების წინ, პირდაპირ გეუბნებით, რომ თბილისი და სხვა დიდი ქალაქები გაერთიანებულ კოალიციურ პარტიებს ექნებოდა მოგებული“, - განაცხადა ხაზარაძემ.

გარდა ამისა, მამუკა ხაზარაძემ მისი ოპოზიციაში ყოფნის მოტივზე და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბარა და განაცხადა, რომ ის ოპოზიციაში იმიტომ არის, რომ საქართველო ძალიან სერიოზული ანექსიის წინაშე დგას.

მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიღებული აქვს, თუმცა ხელისუფლება ქვეყანაში რუსეთის ინტერესებს ატარებს.

„მე როლში კი არ ვარ, მე ვარ ოპოზიციაში იმიტომ რომ რეალურად მჯერა, რომ ქვეყანა არის ძალიან სერიოზული ანექსიის წინაშე. მე იმიტომ კი არ ვარ ოპოზიციაში, რომ ვიღაცისგან რაღაცა მეწყინა, იმიტომ ვარ, რომ გულწრფელად ვხედავ ქვეყანა საით მიექანება. ქვეყანას ერთი მხრივ სტატუსი აქვს მიღებული, მაგრამ შინაარსობრივად, ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც ატარებს სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში, აგრესორი რუსების ინტერესს. აი, ეს არის პრობლემა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან