გიორგი ვაშაძე - მთავარია დიდი გამარჯვებისთვის, ხალხის გამარჯვებისთვის მოვემზადოთ

"გამარჯვების კოალიციამ" - "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა ტურნეს დასკვნითი შეხვედრა კახეთში გამართეს.

როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ, მნიშვნელოვანია 2024 წლის არჩევნებში გამარჯვება.

მისივე თქმით, ევროკავშირთან დაკავშირებული სიკეთეები საქართველოს მოსახლეობაზე, რაც შეიძლება სწრაფად უნდა აისახოს:

"ვასრულებთ ტურნეს საქართველოს გარშემო, დღეს კახეთში ვართ, თელავში გვაქვს ბოლო, დასკვნითი შეხვედრა. მთავარი არის, რომ დიდი გამარჯვებისთვის, ხალხის გამარჯვებისთვის მოვემზადოთ. 2023 წელს ხალხმა გაიმარჯვა "ქართულ ოცნებაზე" და გავხდით კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირის, ახლა უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებში, რომ დაჩქარებული წესით გავწევრიანდეთ ევროკავშირში. სიკეთეები რაც არის ევროკავშირში, უნდა მოვიტანოთ საქართველოში; სოფელში, ქალაქში, ყველგან აბსოლიტურად, რომ დავაყენოთ ქვეყანა ფეხზე. მშვიდობა, ეკონომიკური კეთილდღეობა და ტერიტორიული მთლიანობა, რაც მოაქვს ევროკავშირს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვიტანოთ საქართველოში", - განაცხდა ვაშაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება