სახალხო დამცველი - ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხა, რას იტყვის კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არ მიმაჩნია მართებულად - დასკვნა იწერება დოკუმენტების საფუძველზე, ადამიანის ვიზუალური დათვალიერებითა და გამოკითხვით

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხა, თუ რას იტყვის კონსილიუმი, მართებული არ არის.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, კონსილიუმი, თავის მხრივ მოკლებულია შესაძლებლობას, რომ სრულფასოვნად შეაფასოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„არცერთ დასკვნაში არ დაუწერია კონსილიუმს, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მეტალებით იყო მოწამლული. მე ასეთი ჩანაწერი არ მინახავს დასკვნებში. მე კონსილიუმის დასკვნებს ვეყრდნობი, არც ექიმი ვარ და არც არავინ არის აპარატში ამ სპეციალური ცოდნით აღჭურვილი, რომ თქვას მოწამლულია, თუ - არა. კონსილიუმი ეყრდნობა იმ დოკუმენტაციას, რომელსაც ნახულობს, როდესაც დაწესებულებაში შედის.

ამიტომ, რაღაცნაირად ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხა, თუ რას იტყვის კონსილიუმი, არ მიმაჩნია მართებულად. კონსილიუმი, თავის მხრივ მოკლებულია შესაძლებლობას, რომ სრულფასოვნად შეაფასოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. კონსილიუმი იმისთვის არსებობს, რომ კითხულობენ, რა პრეპარატებს იღებს, როგორი პროტოკოლია, როგორ ხდება მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. არ მინდა საზოგადოებას ეგონოს, რომ ეს ადამიანები სპეციალური საშუალებებით აღჭურვილები შედიან, ან სამედიცინო ინვენტარით და ხდება ყველაფრის შესწავლა. ასეთ რაიმეს ადგილი არ აქვს. დოკუმენტების საფუძველზე იწერება დასკვნა, ადამიანის ვიზუალური დათვალიერებით და გამოკითხვით“, - აღნიშნა იოსელიანმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო