Bloomberg - უკრაინა, საბიუჯეტო პრობლემების გამო, საერთაშორისო დონორებთან სასწრაფო შეხვედრას ითხოვს

უკრაინა, მომავალი წლის დასაწყისში სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებასთან დაკავშირებით არსებული განსაკუთრებით მაღალი გაურკვევლობის გამო, საერთაშორისო ფინანსურ დონორებთან სასწრაფო შეხვედრას ითხოვს, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დონორთა საკოორდინაციო ჯგუფისადმი მიწერილ წერილში უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი აცხადებს, რომ საჭიროა იანვარში ფინანსური რესურსების მიღება ძირითადი საბიუჯეტო საჭიროებების დასაფარად. „მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ საკმარისი, სწრაფი და პროგნოზირებადი საგარეო დაფინანსება 2024 წლის იანვრიდან“, - ნათქვამია წერილში.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დონორებს შეხვედრის იანვარში ორგანიზებისკენ მოუწოდებს. „ვერ დაველოდებით მარტს ჩვენი სოციალური საჭიროებების დასაფინანსებლად“, - აცხადებს შმიგალი წერილში.

ამასთან, უკრაინის პრემიერი დონორებს მოუწოდებს, დაიწყონ მოქმედებების კოორდინაცია, რათა გაყინული რუსული აქტივები უკრაინის რეკონსტრუქციაზე წარმართონ. „კრემლს მოუწევს ომისა და ნგრევისთვის საფასურის გადახდა და ეს იქნება აღდგენის მთავარი წყარო მომდევნო წლებში, - აცხადებს შმიგალი.

შეგახსენებთ, უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას ევროკავშირში უნგრეთი ბლოკავს, შეერთებულ შტატებში კი - „რესპუბლიკელები“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს