ალან გაგლოევი - მინდა ვურჩიო ქართველ პოლიტიკოსებს, ნუ დაივიწყებენ 2008 წლის გაკვეთილებს და ერთსა და იმავე ფოცხზე ნუ დააბიჯებენ

ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში არსებულ ვითარებას და ვხედავთ, როგორ აძლიერებენ ჯარს დასავლეთის დახმარებით, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა განაცხადა.

მან ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდა, „2008 წლის გაკვეთილები“ არ დაივიწყონ.

„მინდა ვურჩიო ქართველ პოლიტიკოსებს, ნუ დაივიწყებენ 2008 წლის გაკვეთილებს და ერთსა და იმავე ფოცხზე ნუ დააბიჯებენ“, - აღნიშნა გაგლოევმა.

მისი თქმით, 2015 წელს გაფორმებული ალიანსისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესია რუსეთზე თავდასხმად განიხილება.

ამასთან, გაგლოევის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი აპირებს, რუსი პარტნიორების დახმარებით ჩამოაყალიბოს დრონების საკუთარი წარმოება, რომლებიც გამოყენებული იქნება როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო მიზნებისთვის.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილებიდან გამომდინარე, სადაც წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, გვესმის, რომ აუცილებელია ჩვენი შეიარაღებული ძალების გაძლიერება უპილოტო საფრენი აპარატებით და ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - აღნიშნა გაგლოევმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს