წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 350-ზე მეტ უცხოელ ჟურნალისტსა და ტუროპერატორს უმასპინძლა

საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, 2023 წელს, მსოფლიოში ცნობილი ჟურნალისტები, ინფლუენსერები და ბლოგერები საქართველოს ეწვივნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათვე ცნობით, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიები, ბლოგები, სიუჟეტები და ვიდეორგოლები ისეთმა გავლენიანმა მედიასაშუალებებმა მოამზადეს როგორიცაა: The Guardian, Forbes, The Financial Times, Elle, The Times, Marie-Claire, National Geographic, Saveur, Vogue, The Sunday Times, The Huffington Post, Sueddeutsche Zeitung და სხვა.

„საქართველოს შესახებ მომზადებულ ასობით სტატიასა და სიუჟეტს მთელ მსოფლიოში მილიონობით მკითხველი, სოციალური ქსელების მომხმარებელი და ტელემაყურებელი გაეცნო.

წელს, ჯამში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოში 67 საინფორმაციო ტური და 13 გაცნობითი ტური მოეწყო. საერთაშორისო ტუროპერატორებს ქართველი კოლეგები შეხვდნენ თანამშრომლობის დაგეგმვისა და ერთობლივი ტურების მოწყობის მიზნით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს