„ქიმიური ნივთიერებებისა და ნარევების კოდექსის“ კანონის პროექტის პირველი საჯარო განხილვა გაიმართა

კანონის პროექტის „ქიმიური ნივთიერებებისა და ნარევების კოდექსი“ პირველი საჯარო განხილვა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კანონის პროექტის „ქიმიური ნივთიერებებისა და ნარევების კოდექსი“ პრეზენტაციასა და საჯარო განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო.

კანონპროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მასობრივი განადგურების იარაღის ტერორიზმთან ბრძოლის (WMDT) სამსახურის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში შემუშავდა.

სოლომონ პავლიაშვილმა პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„კანონპროექტი მოიცავს ქიმიური ნივთიერებებისა და ნარევების კლასიფიცირების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და ინფორმაციის წარდგენის წესების, ასევე რეგისტრაციის, შეფასების, ავტორიზაციისა და შეზღუდვის წესების დადგენას. აღნიშნული კანონპროექტი ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარეობს და მისი მიღება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსი მოგვენიჭა, უმნიშვნელოვანესია. ისეთი კანონი უნდა მივიღოთ, რომელიც ეფექტიანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და მისაღები საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, კანონპროექტის მიზანია ქიმიური ნივთიერებებისა და ნარევების მავნე ზემოქმედებისგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა, ნივთიერებებთან, ნარევებთან და საგნებთან უსაფრთხო მოპყრობისა და გამოყენებისთვის საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა, ნივთიერებებთან დაკავშირებული საფრთხეების შეფასების ალტერნატიული მეთოდების გამოყენების ხელშეწყობა, ნივთიერებების, ნარევებისა და საგნების თავისუფალი მიმოქცევის, კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციების ზრდის ხელშეწყობა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია