გოგიტა თოდრაძე - დაახლოებით, 53%-ით შემცირდა ყურძნის, ნატურალური ღვინის ექსპორტი და 52%-ითაა შემცირებული მინერალური წყლების ექსპორტის მაჩვენებელი

დაახლოებით, 53%-ით შემცირდა ყურძნის, ნატურალური ღვინის ექსპორტი და დაახლოებით, 52%-ით შემცირდა, ასევე მინერალური წყლების ექსპორტის მაჩვენებელი, - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სასმელების წარმოების მოცულობა ნოემბერში, წინა წლის პერიოდთან შედარებით შემცირებულია.

„რაც შეეხება კლების ტენდენციებს, უპირველეს ყოვლისა ეს გამოვლინდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში. აქ კლება ძირითადად, დაკავშირებულ იყო ქიმიურ მრეწველობასთან, ძირითადად, მინერალური სასუქების წარმოების მოცულობის შემცირებასთან. აქვე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 22%-ით შემცირდა აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მაჩვენებელი.

შემცირებულია ასევე სასმელების წარმოების მოცულობა ნოემბერში, წინა წლის პერიოდთან შედარებით. ეს აისახა ექსპორტის მაჩვენებელზეც, დაახლოებით 53%-ით შემცირდა ყურძნის, ნატურალური ღვინის ექსპორტი და დაახლოებით 52%-ით შემცირდა, ასევე მინერალური წყლების ექსპორტის მაჩვენებელი“, - აღნიშნა თოდრაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს