ვახტანგ ცინცაძე - ველოდებით, რომ 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა, დაახლოებით, 7%-ით გაიზრდება

დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის მონაცემებზე დაყრდნობით უკვე შეგვიძლია შევაჯამოთ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის ტენდენციები - პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპს, რომელიც 2021-2022 წლებში ფიქსირდებოდა და ჩვენ ველოდებით რომ 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 7% - ით გაიზრდება, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის“ მიერ 2023 წლის ნოემბრის თვის ეკონომიკური ზრდის შეფასების მაჩვენებელი.

მინისტრის მოადგილის თქმით, იანვარი-ნოემბრის მონაცემებით, ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანეს ვაჭრობის, მშენებლობის, ტრანსპორტის და დასაწყობების, საინფორმაციო კომუნიკაციების და საბანკო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორებმა.

„ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო როგორც საინვესტიციო საქმიანობის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციები, ასევე საქონლის ექსპორტიდან და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მაჩვენებლები. ჩვენი მოლოდინია რომ 2024 წელი კიდევ უფრო პოზიტიური ტენდენციებით გაგრძელდება და ის დადებითი დინამიკა, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ფიქსირდება, შენარჩუნდება და გაგრძელდება“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ, რომლის კომენტარსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!