მაია ბითაძე - მამუკა ხაზარაძეს შეიძლება ამბიცია გაერო-ს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარეობაზეც ჰქონდეს - იმისთვის, რომ ქვეყანა მართო, გარკვეული საფეხურები უნდა გაიარო და პირველ რიგში, მოსახლეობის ნდობა დაიმსახურო

მამუკა ხაზარაძეს შეიძლება ამბიცია გაერო-ს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარეობაზეც ჰქონდეს - იმისთვის, რომ ქვეყანა მართო, გარკვეული საფეხურები უნდა გაიარო და პირველ რიგში, მოსახლეობის ნდობა უნდა დაიმსახურო, - ეს განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მაია ბითაძემ გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ნდობის მოპოვება დაკავშირებულია იმ საქმიანობასთან, რასაც ადამიანი ეწევა, „ხაზარაძეს კი ასეთი უნარ-ჩვევები ჯერ არ გამოუვლენია“.

„სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში მესამე ძალის შექმნას ის ადამიანები აანონსებენ, რომელთა პოლიტიკურ ან სხვაგვარ საქმიანობას უკვე ათწლეულებია ვაკვირდებით. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება - საქართველოს მოქალაქეებისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადიკალური ოპოზიციის თითოეული წარმომადგენლის უკან მდგომ პარტიას რა ერქმევა, ადამიანების მეხსიერებაში ყველა სახელსა და გვარს თავისი ისტორია აქვს, რასაც ჩვენი რადიკალური ოპოზიცია რაც არ უნდა ეცადოს, ვერ დაგვავიწყებენ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს