ზურაბ აზარაშვილი - მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს კონტროლი, არსებობს თუ არა რისკი, რომ დეფიციტი შეიქმნას მედიკამენტზე - ამ მომენტისთვის, არცერთ აქტიურ ნივთიერებასა და მოლეკულაზე დეფიციტი არ ფიქსირდება

მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს კონტროლი, არსებობს თუ არა პოტენციური რისკი, რომ დეფიციტი შეიქმნას მედიკამენტზე. ამ მომენტისთვის, არცერთ აქტიურ ნივთიერებასა და მოლეკულაზე დეფიციტი არ ფიქსირდება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე აქტიური ღონისძიება აქვთ დაწყებული მედიკამენტების ხარისხის კუთხითაც.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფრის - ბაზარზე დეფიციტის, ფასების ხელოვნურად აწევის, იმპორტირებული მედიკამენტების ანალიტიკის საშუალება მოგვცა იმ სიახლემ, რასაც ელექტრონული ბაზების წარმოების ვალდებულება ჰქვია.

სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში აკონტროლებს ყველაფერს. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს კონტროლი. თუ არსებობს პოტენციური რისკი, რომ დეფიციტი შეიქმნას მედიკამენტზე. ამ მომენტისთვის, არცერთ აქტიურ ნივთიერებასა და მოლეკულაზე დეფიციტი არ ფიქსირდება. მოგეხსენებათ, ერთ აქტიურ ნივთიერებას ბევრი ბრენდი და გენერიკული დასახელების ჩამნაცვლებელი ჰყავს, შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანია ხარისხიანი მოლეკულა და ბრენდი არსებობდეს ქვეყანაში. შესაბამისი კონტროლი მიდის. ასევე აქტიური ღონისძიება გვაქვს დაწყებული ხარისხის კუთხითაც,“ - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს