საგამოძიებო სამსახურის უფროსმა უწყების თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა, მოადგილეებთან ერთად, 2023 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა და სამსახურებრივი მოვალეობების წარმატებით შესრულების და კეთილსინდისიერი მუშაობისთვის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა და ვადამდელი სპეციალური წოდებები მიანიჭა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო სამსახურის თითოეული თანამშრომლის მაღალკვალიფიციური, ერთგული და კეთილსინდისიერი შრომა უაღრესად მნიშვნელოვანია საფინანსო - ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენის და გამოძიების პროცესში.

„სოსო რამიშვილმა განაცხადა, რომ მომავალ 2024 წელს საგამოძიებო სამსახურის შექმნიდან ოცი წელი სრულდება და საგამოძიებო უწყება, როგორც წინა წლებში, კვლავაც ეფექტიანად გააგრძელებს კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებას.

შეხვედრის დასასრულს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა თანამშრომლებს გაწეული პროფესიული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება