პროექტის - „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ელექტრონული კომერციის მეშვეობით“ ფარგლებში ტრენინგების ციკლი ჩატარდა

პროექტის - „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ელექტრონული კომერციის მეშვეობით“ ფარგლებში ტრენინგების ციკლი ჩატარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეწარმეებმა გაიარეს მათ საჭიროებებზე მორგებული, წარმატებული ბიზნესისთვის აუცილებელი ტრენინგების კურსი შემდეგი მიმართულებით: ბრენდინგი, გაყიდვები, მარკეტინგი და ციფრული მარკეტინგი.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მეწარმეების გადამზადება ელექტრონული კომერციისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, მონაწილეებს გადაეცემათ სოციალურ ქსელებში რეკლამისთვის განკუთვნილი ფულადი ვაუჩერები. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ელექტრონული კომერციის სფეროში წამყვანი ექსპერტების მიერ გამოცდილების გაზიარების მასტერკლასები. მეწარმეებს სრულიად უფასოდ დაუმზადდებათ მათ ბიზნეს საქმიანობაზე მორგებული ვებგვერდები, ჩაშენებული ელექტრონული გადახდების ფუნქციონალით. პროექტს სავაჭრო პალატა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს